სიახლეები

სიახლეები

04 მაისი, 2018

გორში 5 სკვერის მოწყობა - რეაბილტაცია იგეგმება

მიმდინარე წელს ქალაქს 5 კეთილმოწყობილი სკვერი შეემატება. წმინდაწყლის დასახლებაში, სუხიშვილის, ყიფიანისა და სტალინის ქუჩებზე სკვერების მოწყობა - რეაბილიტაცია „სამოქალაქი ბიუჯეტის“ ფარგლებში დაიგეგმა. აღნიშნული პროექტების განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება უშუალოდ ადგილობრივმა მოსახლეობამ მიიღო.

ამ ეტაპზე პროექტებით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვაზე გამოცხადებულია ტენდერები. სატენდერო პირობების მიხედვით სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან ორი თვის განმავლობაში უნდა დასრულდეს. წმინდაწყლის დასახლებაში (ვოლოგდის დასახლება) და სტალინის №5-ის მიმდებარედ, სადაც ახალი სკვერების მოწყობა იგეგმება, პროექტების მიხედვით სავალ ბილიკებზე დაიგება დეკორატიული ფილები, დამონტაჟდება სკამები, ნაგვის ურნები, გარე განათება და მოეწყობა მწვანე საფარი. სკვერების მოწყობა - რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხა 97 519 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით