სიახლეები

სიახლეები

03 მაისი, 2018

გორის მერიის ხელშეწყობით საზღვრისპირა სოფლის ბავშვები ჭრა - კერვას უფასოდ შეისწავლიან

გორის მუნიციპალიტეტის მერია სოფელ ზემო  ნიქოზის წმინდა ალექსანდრე ოქროპირის სახელობის სკოლაში ჭრა-კერვის შემსწავლელ წრეს აფინანსებს.

წრის მეცადინეობას დღეს გორის მერიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

პროექტის ფარგლებში გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების  - ზემო და ქვემო ნიქოზისა და ზემო ხვითის სოფლის  16 ბავშვი ჭრა-კერვას უფასოდ შეისწავლის. მოსწავლეები შეკერავენ საეკლესიო დანიშნულების ტანსაცმელს, მონაწილეობას მიიღებენ ხელნაკეთი ნივთების გამოფენებში და დაამზადებენ სასაჩუქრე ნივთებს. ხალხური რეწვის განვითარების მიზნით, მიმდინარე პროექტის  საფუძველზე, სკოლის დირექცია გეგმავს საკერავი ქსოვილების ადგილზე წარმოებასაც.

პროექტის მიზანია,  გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში, სადაც დიდია მიგრაციის მაჩვენებელი, შეიქმნას  ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის დამატებითი პროფესიის შესწავლისა და შესაძლებლობების რეალიზების ხელშემწყობი გარემო.

პროექტს გორის მუნიციპალიტეტის მერია კულტურული პროექტების თანადაფინანსების პროგრამიდან 4 300 ლარით აფინანსებს. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ჭრა-კერვის წრის გარდა კიდევ  5 პროექტი ფინანსდება, მათ შორის, ტრადიციული კერამიკისა და ტიხრული მინანქრის შემსწავლელი წრეები.

სხვა სიახლეები
მთავარი
18 მაისი, 2026
გორში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
17 მაისი, 2026
გორში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით