სიახლეები

სიახლეები

03 მაისი, 2018

მორიგი გაფრთხილება გარემოვაჭრეებს

„იმედს ვიტოვებთ, რომ გარემოვაჭრები გორის მერიის გაფრთხილებას გაითვალისწინებენ და გურამიშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩებში 8 მაისიდან უნებართვო სამეწარმეო საქმიანობას აღარ გააგრძელებენ. მერია მათ ქალაქში არსებულ ბაზრებსა და ბაზრობებზე ალტერნატიულ ფართებს მნიშვნელოვანი შეღავათებით სთავაზობს. თითოეულ მათგანს კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ წინააღმდეგობისა გაწევისა და დაუმორჩილებლობის შემთხვევაში მათ მიმართ ამოქმედდება კანონით გათვალისწინებული სანქციები.“ - გარემოვაჭრეებს დღეს კიდევ ერთხელ მიმართა გორის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა მირიან კლიმიაშვილმა. აღნიშნულის შესახებ გარემოვაჭრეები ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა სამართალდამცავებთან ერთად 30 აპრილს გააფრთხილეს. მათ ქუჩების სავაჭრო ნივთებისგან განთავისუფლების ბოლო ვადად 7 მაისის 20:00 საათი განესაზღვრათ.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით