სიახლეები

სიახლეები

03 მაისი, 2018

ქვახვრელის საბავშვო ბაღს მალე რეაბილიტირებული შენობა ექნება

ქვახვრელის საბავშვო ბაღს მალე რეაბილიტირებული შენობა ექნება. გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ქვახვრელში საბავშვო ბაღის შენობის მოწყობის მიზნით უკვე გამოაცხადა ტენდერი. პროექტით გათვალისწინებული სამუშაობის სატენდერო ღირებულება 49 744 ლარს შეადგენს. აღნიშნული თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.

ტენდერის პირობების მიხედვით, წინადადებების მიღების ბოლო ვადად 11 მაისი განისაზღვრა. პროექტის მიხედვით განხორციელდება ქვახვრელში არსებული ადმინისტრაციული შენობის რეკონსტრუქცია, მოეწყობა ახალი საკომუნიკაციო და ელოქტრო გაყვანილობის სისტემები. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შენობა-ნაგებობის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღეში უნდა დაასრულოს. ქვახვრელის საბავშვო ბაღმა ნაქირავებ ფართში ფუნქციონირება 2017 წლის ზაფხულში დაიწყო.

ორგანიზაციის ალტერნატიულ ფართში განთავსების შესახებ გადაწყვეტილება ადგილობრივმა ხელისუფლებამ საბავშვო ბაღის შენობის მდგომარეობის გათვალისწინებით მიიღო. სააღმზრდელო დაწესებულების ამორტიზირებული შენობა საფრთხეს უქმნიდა ბავშვების ჯანმრთელობას. ალტერნატიულ ფართში განთავსების მიუხედავად პატარებს კვლავ არასახარბიელო პირობებში უწევთ ყოფნა. მუნიციპალიტეტში განმარატავენ, რომ პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების შემდეგ ბავშვებს არსებული პრობლემები აღარ შეაწუხებთ. ამ ეტაპზე ქვახვრელის საბავშვო ბაღი ასამდე აღსაზრდელს ემსახურება.

იხილეთ მითითებული ბმული: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=266485&lang=ge

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით