
გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06

03 მაისი, 2018
სადგურის დასახლებაში საბავშვო ბაღის მშენებლობა უახლოეს პერიოდში გაგრძელდება. გამოცხადდება ახალი ტენდერი და გამარჯვებული კომპანია გააგძელებს ბაღის მშენებლობას. გორის მუნიციპალიტეტის მერია „ინშაათ საქართველო Inshaat Georgia “ - სთან ხელშეკრულებას პირობების შეუსრულებლობის გამო წყვეტს.
ამ საკითხთან დაკავშირებით, სადგურის დასახლებაში შეკრებილ მოსახლეობას გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი პირადად ესაუბრა. ადგილობრივები შიშობდნენ, რომ საბავშვო ბაგა - ბაღის მშენებლობა არ გაგრძელდებოდა. „მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას ვადა ორჯერ გავუგრძელეთ, მაინც ვერ შეძლო საბავშვო ბაღის მშენებლობის დასრულება. იძულებულები ვართ, შევწყვიტოთ მათთან თანამშრომლობა. მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები და გამოვაცხადებთ ახალ ტენდერს, შერჩეული კომპანია კი მომავალში ობიექტის სამშენებლო სამუშაოებს დაასრულებს.“ - აღნიშნა გორის მერმა.
კომპანიას ბაღის მშენებლობა 2017 წლის ნოემბერში უნდა დაესრულებინა. მერიამ, კომპანიის მოთხოვნის შესაბამისად, ვადა ორჯერ გაუგრძელა, თუმცა უშედეგოდ. შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ, მერია ახალ ტენდერს გამოაცხადებს.