
გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06

02 მაისი, 2018
გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს კლდეში ნაკვეთი უძველესი ქალაქი უფლისციხე, რომელიც VII საუკუნით თარიღდება. უფლისციხესა და მის შემოგარენში დაცულია არქეოლოგიური და ხუროთმოძღვრული ძეგლთა ჯგუფი,რომელთაგან უძველესი ადრინდელი ბრინჯაოს ხანისაა და მტკვარ-არაქსის კულტურის წრეს განეკუთვნება.
ძვ.წ. I ათასწლეულის I ნახევრიდან იქმნებოდა უფლისციხის ხუროთმოძღვრული კომპლექსი, უფლისციხე ქალაქური ტიპის დასახლება იყო, რომელიც ადრინდელ ელინისტურ ხანაში (ძველიწელთაღრიცხვით IV საუკუნისდასასრულს - III საუკუნე) მსხვილ საქალაქო ცენტრად იქცა.
უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალი გორიდან 10კმ-ს მოშრებით მდებარეობს.
უფლისციხის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მითითებულ ბმულზე:
http://www.georgianmuseums.ge/?lang=geo&id=1_1&sec_id=8&th_id=205