
გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06

28 აპრილი, 2018
გორის მუნიციპალიტეტის მერიაში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ადგილობრივი ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება მდგრადი ზრდისთვის“ ფარგლებში შეხვედრა გაიმართა.
პროექტის მენეჯერმა მარტა ბიბილაშვილმა და სამუშაო ჯგუფის წევრებმა მუნიციპალიტეტში მოქმედი კერძო სექტორის წარმომადგენლებისგან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობასა და შემდგომ მის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით რეკომენდაციები მოისმინეს და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. კერძო ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრის მთავარ მიზანს კერძო და საჯარო სექტორს შორის მჭიდრო პარტნიორობის ჩამოყალიბება და მხარეების მიერ ერთობლივი სარგებლის შექმნის შესაძლებლობების განვითარება წარმოადგენს.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის დასრულებამდე ეტაპობრივად დაგეგმილია მსგავსი ტიპის შეხვედრების გამართვა. პროექტის „ადგილობრივი ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება მდგრადი ზრდისთვის“ განსახორციელებლად ევროკავშირმა გრანტის სახით 800 000 ლარი გამოყო. პროექტის მთლიანი ბიუჯეტი 2 087 991, 36 ლარია. გორის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსების წილი 287 991, 36 ლარს შეადგენს.
#EU4Georgia