სიახლეები

სიახლეები

28 აპრილი, 2018

გორის მერი საფრანგეთის ელჩს შეხვდა

"მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი ურთიერთობა უფრო მეტად გაღრმავდება. ბედნიერი ვარ, რომ განვაახლეთ მეგობრული ურთიერთობა გორის მუნიციპალიტეტთან. კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით განსაკუთრებული მიღებისათვის და საფრანგეთის საელჩოს სახელით, მადლობა მინდა გადაგიხდოთ პოლკოვნიკ დიმიტრი ამილახვარის ბიუსტის მოვლა-პატრონობის გამო." - საფრანგეთის სრულუფლებიანი ელჩსი საქართველოში პასკალ მენიე.

გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი საფრანგეთის სრულუფლებიან ელჩს საქართველოში პასკალ მენიეს შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო, დაიგეგმა თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით. შეხვედრაზე განიხილეს ღონისძიების დეტალები, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს მიეძღვენება. აღნიშნულ თარიღთან დაკავშრებით, საფრანგეთის უცხოური ლეგიონის ორკესტრი და საელჩოს წარმომადგენლები პატივს მიაგებენ ვიცე-პოლკოვნიკ დიმიტრი ამილახვარის ხსოვნას მის მშობლიურ ქალაქ გორში და გვირგვინით შეამკობენ პოლკოვნიკის სახელობის ბიუსტს.

#საქართველო

#საფრანგეთი

სხვა სიახლეები
მთავარი
18 მაისი, 2026
გორში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
17 მაისი, 2026
გორში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით