სიახლეები

სიახლეები

28 აპრილი, 2018

გორის მერიამ გარემოვაჭრეები გააფრთხილა

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით ქალაქში არსებული ბაზრებისა და ბაზრობების წარმომადგენლები გარემოვაჭრეებს სპეციალურ შეღავათებს დაუწესებენ. ამის შესახებ ინფორმაცია მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა გარემოვაჭრეებს დღეს კიდევ ერთხელ მიაწოდეს. გარემოვაჭრეები გორში 8 მაისიდან უნებართვო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებას ვეღარ შეძლებენ.

მერია მათ სამუშაოდ ალტერნატიულ ფართს ქალაქის სხვადასხვა ბაზარში სთავაზობს. დაწესებული სანქციების ამოქმედების შესახებ ჭავჭავაძისა და გურამიშვილის ქუჩებზე გარემოვაჭრეები მერიის თანამშრომლებმა სამართალდამცავებთან ერთად გაფრთხილეეს. თუ გარემოვაჭრეები აღნიშნული ქუჩებს 7 მაისს, 20:00 საათამდე არ გაანთავისუფლებენ, მათ მიმართ განხორციელდება საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 1533 მუხლით გათვალისწინებული სანქციები.

„გარდა იმისა, რომ აღნიშნულ ქუჩებზე გარევაჭრობის შედეგად მახინჯდება ქალაქის იერსახე, გადაადგილებისას პრობლემები ექმნებათ ფეხით მოსიარულეებსაც. იმედს ვიტოვებთ, რომ ეს ადამიანები გაგებით მოეკიდებიან ამ საკითხს და გადავლენ ჩვენს მიერ შეთავაზებულ ტერიტორიებზე.“ - აცხადებენ მერიის ზედამხედველობის სამსახურში.

სხვა სიახლეები
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მთავარი
25 აპრილი, 2026
საინფორმაციო შეხვედრა
გაიგე მეტი
მთავარი
24 აპრილი, 2026
შეჯიბრება ბოულინგში
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით