სიახლეები

სიახლეები

28 აპრილი, 2018

გორში ევროპის დღეების აღსანიშნავად ემზადებიან

სამუშაო ჯგუფი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის რეგიონალური ოფისის უფროსი ჰანს-ჰეინრიხ შნეიდერის, გორის მერიისა და კულტურისა და ტურიზმის სააგენტოს წარმომადგენლების შემადგენლობით, გორის მერის მოადგილის ეკატერინე სუხიშვილის სამუშაო ოთახში შეიკრიბა.

შეხვედრაზე განიხილეს ღონისძიებები, რომლებიც გორში 2-8 მაისის განმავლობაში ევროპის კვირეულის აღსანიშნავად უნდა გაიმართოს. ღონისძიებებში მერიის მოწვევით აქტიურად ჩაერთვებიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებიც. ევროპის დღეების აღნიშვნა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ რობერ შუმანის მიერ 1950 წლის 9 მაისს ევროპული ინტეგრაციის იდეის გაცხადებას უკავშირდება. დღესასწაული 1951 წლიდან აღინიშნება, როდესაც შეიქმნა ქვანახშირისა და ფოლადის ევროპული გაერთიანება 6 ქვეყნის (საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ნიდერლანდები, ბელგია, ლუქსემბურგი) მონაწილეობით.

დღეისათვის ევროპის კავშირი 25 ქვეყანას აერთიანებს. საქართველოში ევროპის დღეები წელს მეექვსედ აღინიშნება. ღონისძიების მიზანი ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებისა და მიმდინარე ინტეგრაციის პროცესის შესახებ საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ საქართველოში განხორციელებულ აქტივობების გაცნობაა.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით