სიახლეები

სიახლეები

28 აპრილი, 2018

გორში მინი მოედნების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გორში მინი მოედნების დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოებს ა(ა)იპ „გორის საფეხბურთო კლუბი“ ახორციელებს. აღნიშნული ორგანიზაცია მინი მოედნების მოვლა-პატრონობასა და გამართულ ფუნქციონირებაზეა პასუხისმგებელი.

ა(ა)იპის ხელმძღვანელის გია ისიანის განმარტებით, რამდენიმე სტადიონზე საფეხბურთო სკოლის სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები უკვე ვარჯიშებენ. გარდა ამისა, აღნიშნულ მოედნებზე იგეგმება საფეხბურთო ტურნირების გამართვაც.

გორში 10 მინი სპორტული მოედანი დამხმარე ნაგებობებთან ერთად, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად 2017 წელს მოეწყო. სამუშაოების ღირებულებამ 1 300 000 ლარი შეადგინა. პროექტი ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და მუნიციპალური განვითარების ფონდის (მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით) თანაფინანსირებით განხორციელდა. ადგილობრივი თვითმმართველობის თანადაფინანსების წილმა 290 ათასი ლარი შეადგინა.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით