სიახლეები

სიახლეები

28 აპრილი, 2018

80 წლის მხატვარს მერიამ პირველი პერსონალური გამოფენა მოუწყო

გულნარა ჩიტაძის 80 წლის იუბილესთან და პედაგოგიური მოღვაწეობიდან 55 წლისთავთან დაკავშირებით, გორის სამხატვრო სკოლაში მისი პირველი პერსონალური გამოფენა გაიხსნა. მსურველებს ნამუშევრების დათვალიერების საშუალება ერთი კვირის განმავლობაში ექნებათ. გორის მუნიციპალიტეტის მერმა გორელ მხატვარს გულნარა ჩიტაძეს 80 წლის იუბილე მიულოცა.

კონსტანტინე თავზარაშვილმა ხელოვანს, ნაყოფიერი შემოქმედებითი და პედაგოგიური მოღვაწეობისათვის მადლობის სიგელი გადასცა. გარდა ამისა, სამხატვრო სკოლაში კონკურსის ,,საუკეთესო ნამუშევარი გრაფიკასა და ფერწერის" გამარჯვებულები გამოვლინდნენ. კონკურში მონაწილეობდნენ III, IV, V და VI კლასის მოსწავლეები. თითოეულ მათგანს სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცა. ღონისძიებები გორის მერიის ხელშეწყობითა და გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ორგანიზებით მოეწყო. გორის სამხატვრო სკოლაში გულნარა ჩიტაძის პირველი პერსონალური გამოფენა გაიხსნა. გამოფენა მხატვრის დაბადებიდან 80 წლის იუბილეს და პედაგოგიური მოღვაწეობიდან 55 წლისთავს მიეძღვნა. გამოფენას გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი ესტუმრა, გორელ ხელოვანს იუბილე მიულოცა და ნაყოფიერი შემოქმედებითი და პედაგოგიური მოღვაწეობისათვის მადლობის სიგელი გადასცა.

ღონისძიებაზე სამხატვრო სკოლის მიერ გამოცხადებულ კონკურსში ,,საუკეთესო ნამუშევარი გრაფიკასა და ფერწერაში" გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ. კონკურში მონაწილეობდნენ III, IV, V და VI კლასის მოსწავლეები. თითოეულ მათგანს სიგელი და სამახსოვრო საჩუქარი გადაეცა. ღონისძიებები გორის მერიის მხარადჭერით და კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ორგანიზებით მოეწყო. გამოფენა სამხატვრო სკოლაში ერთ კვირას გასტანს.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით