სიახლეები

სიახლეები

28 აპრილი, 2018

გორში მიმდინარ ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს

გორში 3 მილიონ ლარამდე ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება. ქალაქის მასშტაბით მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები შიდა ქართლის წმუნებულ-გუბერნატორმა აკაკი მაჭუტაძემ, გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ დაათვალიერეს.

სამების, ნინოშვილის, თბილისის, თოიძის, დავითაშვილის ქუჩების, ძმები რომელაშვილების, ატენის, ეკატერინე გაბაშვილის, თრიალეთის, მარაბდელისა და ნიკო კეცხოველის ქუჩების მონაკვეთების სარეაბლიტაციო სამუშაოების ღირებულება ჯამში 2 905 732 ლარს შეადგენს. პროექტების მიხედვით იგეგმება სატრანსპორტო საშუალებების სავალი ნაწილის, საფეხმავლოებისა და სანიაღვრეების რეაბილიტაცია. მიმდინარე სამუშაოების შედეგად, გორში 3 651 მეტრის სიგრძის საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება.

სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება. ადგილობრივების განცხადებით, აღნიშნული ქუჩების რეაბილიტაცია ათეული წლებია არ განხორციელებულა. დაზიანებული გზის საფარის გამო, გადაადგილება უჭირდა როგორც სატრანსპორტო საშუალებებს, ასევე ფეხით მოსიარულეებს. 

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით