სიახლეები

სიახლეები

28 აპრილი, 2018

დედამიწის დღე გორში სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნა

22 აპრილი დედამიწის დღეა. გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით ქალაქსა თუ სოფლებში სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართა. ჩატარდა დასუფთავების აქცია და კამპანიას „დავასუფთაოთ ჩვენი ეზო“ მოსახლეობაც შეუერთდა. დასუფთავების აქცია 12:00 საათზე ყველგან ერთდროულად დაიწყო. ქალაქის მასშტაბით აქცია გაიმართა გორის კულტურის ცენტრის, პირველი მუსიკალური სკოლის, ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმისა და ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე.

მუსიკალურ სკოლასა და მუზეუმთან დაირგვება ახალი ნარგავებიც. დასუფთავებისა და გამწვანების აქცია მერიის ახალგაზრდული ცენტრებისა და მერის წარმომადგენლების ორგანიზებით ერთდროულად გაიმართა მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში. სხვადასხვა ჯიშის ნერგები დარგეს ახალგაზრდება სკოლის ეზოებშიც. დედამიწის დღესთან დაკავშირებით გორის ცენტრალურ მოედანზე სკოლის მოსწავლეებმა ასვალტზე დახატეს. აქციაში სახელწოდებით ,,დედამიწა - ჩვენი საერთო სახლი“ 15 სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა. ყველა სკოლას მადლობის სიგელები გადაეცათ. დღის ბოლოს, კულტურის ცენტრის მცირე დარბაზში მოსწავლეებს საშუალება ექნებათ ნახონ დოკუმენტური ფილმი ,,დედამიწა.“

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით