სიახლეები

სიახლეები

28 აპრილი, 2018

გამწვანების აქცია ზერტის სკოლაში

გორის მერის მოადგილემ ეკატერინე სუხიშვილმა ზერტის სკოლის მოსწავლეებთან და პედაგოგებთან ერთად გამწვანების აქციაში მიიღო მონაწილეობა. აქციის ფარგლებში სკოლის შემოგარენში 70-მდე ხე დაირგო. აქციის ინიციატორები სკოლის პედაგოგები იყვნენ, რომლებმაც დახმარებისთვის მუნიციპალიტეტის მერს მიმართეს. მათი თხოვნის საფუძველზე, მერიამ ზერტის სკოლას 20 ძირი პაულონია, 20 კატალპა, 10 სოფირა და 10 კვიპაროსი გადასცა. აქციას ორგანიზება მერის წარმომადგენელმა მეჯვრისხევის ტერიტორიულ ერთეულში ალექსანდრე ბუჯიაშვილმა გაუწია.

სხვა სიახლეები
მთავარი
18 მაისი, 2026
გორში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
17 მაისი, 2026
გორში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით