
გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06

07 აგვისტო, 2026
გორში, რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალთან სანთლების აქცია მოეწყო.
გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე ბუზალაძემ, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან სიმონ გულედანთან, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან მარლენ ნადირაძესთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, მემორიალი გვირგვინით შეამკო.
მეომორიალთან ტრადიციულად შეიკრიბნენ მოქალაქეები, პატივი მიაგეს რუსეთ - საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნას და 2008 წლის აგვისტოს ტრაგიკული დღეები კიდევ ერთხელ გაიხსენეს.