
გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06

07 აგვისტო, 2026
გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე ბუზალაძემ სოფელ ხიდისთავში სპორტული დარბაზის სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა.
შენობა გასულ წელს აშენდა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შენობის ფასადის თბოიზოლაცია და მოსაპირკეთებელი სამუშაოები.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია დარბაზის კეთილმოწყობა, გათბობისა და ელექტრომომარაგების სისტემების მოწყობა, საქვაბის განახლება.
სამუშაოების დასრულების შემდეგ ხიდისთავის მოსახლეობას ექნება განახლებული, კეთილმოწყობილი და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სივრცე.
სარემონტო სამუშაოების შემდეგ შენობის ერთ ფლიგელში განთავსდება სოფლის ამბულატორია.