სიახლეები

მთავარი

05 აგვისტო, 2026

ტანას ხეობაში ქართულ-იაპონური ტექნოლოგიური ფესტივალი „GM Fest 2026“

ტანას ხეობაში ქართულ-იაპონური ტექნოლოგიური ფესტივალი „GM Fest 2026“ ოფიციალურად გაიხსნა.

ღონისძიების ფარგლებში ღია ცის ქვეშ მოეწყო ქართული და იაპონური კულტურის გამოფენა-პრეზენტაცია.

მონაწილეებმა სტუმრებს ორივე ქვეყნის ეროვნული სამზარეულო, ტრადიციული სამოსი, ხელოვნება, კულტურული მემკვიდრეობა და შემოქმედებითი მიმართულებები წარუდგინეს.

ფესტივალის გახსნას გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 300-მდე ახალგაზრდა და ადგილობრივი მოსახლეობა დაესწრო.

ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, გორის მუნციცპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მარლენ ნადირაძე და ადგილობრივი თვითმმართელობის წარმომადგენლები.

ფესტივალის მნიშვნელოვანი ნაწილი ტექნოლოგიურ ინოვაციებს დაეთმო.

პროგრამა მოიცავდა პრეზენტაციებს, მასტერკლასებსა და პრაქტიკულ აქტივობებს შემდეგ მიმართულებებში: რობოტიკა და ხელოვნური ინტელექტი; ვირტუალური რეალობა (VR); პროგრამირება და კიბერუსაფრთხოება და თანამედროვე ტექნოლოგიები.

აქტივობები ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, უშუალოდ გაეცნონ ინოვაციურ სფეროებსა და მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება.

პროექტი ხორციელდება სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს საგრანტო კონკურსის — „ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერება“ — ფარგლებში.
ღონისძიების ორგანიზატორია ა(ა)იპ
„საერთაშორისო ტექნოლოგიური ინტელექტი“, ხოლო მხარდამჭერები — გორის მუნიციპალიტეტის მერია, გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის სააგენტო.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით