
გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06

01 ივლისი, 2026
გორის მუნიციპალიტეტის კულტურის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრში პროექტი „საზაფხულო სკოლა“ მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში გასართობ - შემეცნებითი აქტივობები კვირაში ოთხჯერ ტარდება.
„საზაფხულო სკოლაში“ ჩართულები არიან გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 10-11 წლის მოზარდები.
პროექტის მიზანია მოზარდებში ლოგიკური აზროვნების, საკომუნიკაციო უნარ - ჩვევებისა და ინტელექტუალური შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა, შემეცნებითი ინტერესის გაღრმავება და გუნდური მუშაობის უნარების ჩამოყალიბება.
„საზაფხულო სკოლა“ მოზარდებს შესაძლებლობას აძლევს, ზაფხულის არდადეგები საინტერესო და სასარგებლო გარემოში გაატარონ, შეიძინონ ახალი ცოდნა, განივითარონ სხვადასხვა უნარი და თანატოლებთან ერთად მიიღონ ახალი გამოცდილება.