
გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06

28 ივნისი, 2026
საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე გორში იმყოფებოდა, სადაც შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან სიმონ გულედანთან, გორის მუნიციპალიტეტის მერთან კონსტანტინე ბუზალაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად არსებული სპორტული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.
მინისტრი ასევე შეხვდა მუნიციპალიტეტში დასაქმებულ მწვრთნელებს, სპორტსმენებსა და სპორტული საზოგადოების წარმომადგენლებს. შეხვედრისას მან მათი საჭიროებები მოისმინა. სპორტული ინვენტარითა და ეკიპირებით უზრუნველყოფასთან დაკავშირებული რიგი საკითხები ადგილზე გადაწყდა, ხოლო უახლოეს დღეებში სპორტულ სკოლებსა და დარბაზებს საჭირო ინვენტარი და სპორტული ეკიპირება გადაეცემათ.
ვიზიტის ფარგლებში მხარეებმა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და ახალი სპორტული ობიექტების შექმნის შესაძლებლობებზეც იმსჯელეს.