
გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06

22 ივნისი, 2026
გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 20 ვეტერანი საზღვაო კურორტ ქობულეთში დასასვენებლად გაემგზავრა.
ვეტერანებს გორის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსი დიანა ბერიძე შეხვდა.
პროგრამის ფარგლებში ვეტერანები ათი დღის განმავლობაში რეაბილიტაციის კურსს გაივლიან, რაც ხელს შეუწყობს მათ სოციალურ ინტეგრაციასა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას.
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ პროექტი ვეტერანთა საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან ერთად დააფინანსა. მერიის მხრიდან თანადაფინანსების ღირებულებამ 20 000 ლარს შეადგენს.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების დასაქმებისა და ბიზნესის ხელშეწყობის ცენტრი.“