სიახლეები

მთავარი

09 თებერვალი, 2026

გორმა ცოტნე ბარამიძის სახელობის მემორიალურ ტურნირს უმასპინძლა

 

გორის სპორტის სასახლეში თავისუფალ ჭიდაობაში ცოტნე ბარამიძის სახელობის რიგით მესამე მემორიალური ტურნირი ჩატარდა.

 

შეჯიბრებაში მონაწილეობა მიიღო 300-ზე მეტმა სპორტსმენმა (გოგონებმა და ვაჟებმა) საქართველოდან და მსოფლიოს ოთხი სხვადასხვა ქვეყნიდან. ტურნირში 2011-2013 წლებში დაბადებული მოჭიდავეები სხვადასხვა წონით კატეგორიაში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

 

ღონისძიების გახსნას გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და გულშემატკივრები დაესწრნენ.

 

ტურნირის დაწყებამდე საბერძნეთის, ისრაელის, სომხეთისა და ყაზახეთის გუნდებს მონაწილეობისთვის სპეციალური სიგელები გადაეცათ.

 

გუნდური შედეგების მიხედვით გამარჯვება გორის გუნდმა მოიპოვა; მეორე ადგილზე ყაზახეთი, ხოლო მესამე ადგილზე სომხეთის გუნდი გავიდა.

 

ცოტნე ბარამიძე იყო საქართველოს ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში, ევროპის პრიზიორი ჭაბუკებს შორის და ნუგზარ სხირელის სახელობის გორის ჭიდაობის კლუბის მწვრთნელი. ვეტერანი სპორტსმენი 2023 წლის აგვისტოში გარდაიცვალა.

 

ტურნირის ორგანიზატორები იყვნენ გორის მუნიციპალიტეტის მერია და სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტო, ხოლო მხარდამჭერი — საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია.

 

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით