სიახლეები

მთავარი

06 თებერვალი, 2026

გორის საჭადრაკო სკოლას „სენსო რობოტი“ გადაეცა

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ გორის საჭადრაკო სკოლას ინოვაციური სასწავლო მოწყობილობა — „სენსო რობოტი“ გადასცა.
 
სიახლეს გორის ჭადრაკის სახლში გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსთან რამაზ შიოშვილთან ერთად გაეცნო. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სკოლის აღსაზრდელები და მათი მშობლები.
ინიციატივის მთავარი მიზანია ახალგაზრდებში ჭადრაკისადმი ინტერესის გაზრდა და მოზარდებისთვის თამაშის თანამედროვე, ინოვაციური ფორმით პოპულარიზაცია.
 
„სენსო რობოტთან“ თამაში ბავშვებში გაზრდის სპორტში ჩართულობას, ხელს შეუწყობს მათი ანალიტიკური უნარების განვითარებას და მოჭადრაკეთა პროფესიულ ზრდას.
 
 
 

სხვა სიახლეები
მთავარი
18 მაისი, 2026
გორში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
17 მაისი, 2026
გორში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით