სიახლეები

მთავარი

04 თებერვალი, 2026

7-8 თებერვალს გორი ცოტნე ბარამიძის ხსოვნისადმი მიძღვნილ III მემორიალურ საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს თავისუფალ ჭიდაობაში

7-8 თებერვალს გორი, ცოტნე ბარამიძის ხსოვნისადმი მიძღვნილ III მემორიალურ საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს თავისუფალ ჭიდაობაში.
 
შეჯიბრებაში მონაწილეობას მიიღებენ 2011-2013 წლებში დაბადებული მოჭიდავე ვაჟები და გოგონები ჩვენი ქვეყნის ოცამდე ქალაქიდან, გორში საასპარეზოდ ჩამოვლენ ასევე - საბერძნეთის, ისრაელის, ყაზახეთის და სომხეთის გუნდები.
 
სპორტსმენები პირველობისათვის იბრძოლებენ ვაჟთა შორის 10, ხოლო გოგონათა შორის 4 წონით კატეგორიაში. ტურნირი ჩატარდება გორის სპორტის სასახლეში. დასაწყისი: 7 თებერვალს, 10 საათზე, ფინალური ბლოკი 8 თებერვალს 10 საათიდან.
 
დასწრება თავისუფალია.
 
ტურნირის ორგანიზატორია გორის მუნიციპალიტეტის მერია, გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტო, შეჯიბრების მხარდამჭერია საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია.

სხვა სიახლეები
მთავარი
07 ივლისი, 2026
მერი პროექტ „რანინას“ გამარჯვებულ დავით ლომიძეს შეხვდა
გაიგე მეტი
მთავარი
04 ივლისი, 2026
მეჯვრისხევში რობოკლუბი გაიხსნა
გაიგე მეტი
მთავარი
04 ივლისი, 2026
„ქართული ლიგა - სკოლის სცენა“
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით