სიახლეები

მთავარი

02 თებერვალი, 2026

"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო

გორის მუნიციპალიტეტში "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.

გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე საკრებულოს წევრებთან ერთად ათ სოფელში იმყოფებოდა.
ზემო ხვითში, ზემო ნიქოზში, ქვემო ნიქოზი, ფხვენისში, ქვემო ხვითში, შინდისში, ყელქცეულში, საქაშეთში, ვარიანსა და ახალდაბაში ადგილობრივებმა 2026 წელს განსახორციელებელი პროექტები ხმათა უმრავლესობით შეარჩიეს.

პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებს მუნიციპალიტეტის 112 დასახლებულ პუნქტში შეარჩევენ.

თითოეულ სოფელში, 10 ათასიდან 20 ათას ლარამდე ღირებულების, მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება.

2026 წელს გორის მუნიციპალიტეტისთვის 1 596 000 ლარია გამოყოფილი.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრები 19 თებერვლის ჩათვლით გრძელდება.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით