სიახლეები

მთავარი

12 იანვარი, 2026

ახალი წელი ახალ საცხოვრებელში

ახალ წელს ახალ საცხოვრებელში შეხვდება სოფელ კარალეთში მცხოვრები ექვსსულიანი გურგენაშვილების ოჯახი.
 
ახალი საცხოვრებელი გადაეცა ასევე ბნავისელ ალექსანდრე პავლიაშვილსაც, რომელიც წლებია ავარიულ შენობაში მარტო ცხოვრობს.
 
ორივე ოჯახს კოტეჯის გასაღები და საახალწლო ნობათი გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე ბუზალაძემ მოადგილეებთან თამაზ შიოშვილთან და თორნიკე ფხაკაძესთან და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილესთან მიხეილ ფავლენიშვილთან ერთად გადასცა.
 
​ გორის მერიამ 2025 წელს ახალი საცხოვრისით ხუთი სოციალურად დაუცველი ოჯახი დააკმაყოფილა.
 
პროგრამა ითვალისწინებს უსახლკარო ან ავარიულ შენობაში მცხოვრები ოჯახების საკუთარ მიწაზე ახალი კოტეჯის მშენებლობას.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით