გორში მიუსაფარ ცხოველთა საერთაშორისო დღე აღინიშნა.
აპრილი მიუსაფარი ცხოველების თანაგრძნობის, მზრუნველობისა და დახმარების დღეა.
ტრადიციულად ამ დღესთან დაკავშირებით, შინაური მიუსაფარი ცხოველების შიდა ქართლის ინტერმუნიციპალურმა სააგენტომ ცხოველების მოყვარულებს უმასპინძლა და მოეწყო ლეკვების გაჩუქების აქცია.
მიუსაფარ ცხოველთა საერთაშორისო დღე მსოფლიოში 2011 წლის 4 აპრილიდან აღინიშნება.
ეს დღე ცხოველებისადმი თანაგრძნობის, მზრუნველობისა და დახმარების გამოხატვის დღეა და სააგენტო უკვე რამოდენიმე წელია განსაკუთრებულად აღნიშნავს.