სიახლეები

მთავარი

09 აპრილი, 2025

9 აპრილი

გორში 9 აპრილს სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპული გმირები გაიხსენეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.
 
ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილობრივ მოქალაქეებთან ერთად 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
სასულიერო პირებმა გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.
 
1989 წლის 9 აპრილს მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
"9 აპრილი არის გმირობის, ცრემლისა და სიხარულის დღე.
ეს არის სიმბოლო მტკიცე ნებისყოფის, ერთიანობისა და იმედისა. ამ დღემ დაგვიბრუნა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა.
ზუსტად 36 წლის წინ თბილისში განვითარდა ტრაგიკული მოვლენები, დაიღუპა ათეულობით ადამიანი.
ჩვენი სამშობლო არასოდეს დაივიწყებს მათ ხსოვნას. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და მთელ საქართველოს." - გორის მერის მოვალეობის შემსრულებელი სიმონ გულედანი.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით