სიახლეები

მთავარი

15 აპრილი, 2025

გორში მიცვალებულთა მოხსენიების დღეს ტრანსპორტი უფასოდ იმოძრავებს

მიცვალებულთა მოხსენიების დღეს გორში დამატებითი ავტობუსები უფასოდ 09:00 - დან 18:00 საათამდე იმოძრავებს.
 
აპრილს, ორშაბათს, მოქალაქეები სასაფლაოს მიმართულებით უფასოდ მგზავრობას ქალაქის ყველა უბნიდან შეძლებენ.
ყველა უბნიდან გამოსული ავტობუსის ბოლო გაჩერების წერტილი სასაფლაოსთან არსებული სამების ტაძრის მიმდებარე ტერიტორია იქნება.
დამატებითი ავტობუსები ქალაქის მასშტაბით მგზავრებს აიყვანს შემდეგ ლოკაციებზე:
ჭალის დასახლება (გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორია)
წმინდაწყლის დასახლება (ყიფიანისა და ტყვიავის ქუჩების კვეთა)
კომბინატის დასახლება (კულტურის ცენტრის მიმდებარე ტერიტორია)
ვერხვების დასახლება (მამარდაშვილის მემორიალის მიმდებარე ტერიტორია)
სადგურის დასახლება (რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორია)
ტრანსპორტი ერთსაათიანი ინტერვალით იმოძრავებს.
 
 

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით