სიახლეები

მთავარი

31 მარტი, 2025

გზის რეაბილიტაცია ვარიანში

ვარიანში იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმთან მისასვლელი გზისა და მოედნის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. უკვე დაიგო ასფალტის საფარის პირველი პირი.
 
სამუშაოებს გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი სიმონ გულედანი ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად გაეცნო.
 
გარდა მუზეუმთან მისასვლელი გზისა, პროექტი შიდა საუბნო გზის კიდევ ერთი მონაკვეთისა რეაბილიტაციასაც ითვალისწინებს, სადაც ამ ეტაპზე გზის საფუძვლის მოწყობა მიმდინარეობს.
გზების სიგრძე 587 მეტრია.
 
პროექტის მიხედვით მოეწყობა ტრანსპორტის სავალი ნაწილი, მიერთებები, ეზოში შესასვლელები, სანიაღვრე სისტემა, საგზაო ნიშნები და მონიშვნები.
 
სამუშაოები, რომლის ღირებულებაც 451 481 ლარია, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება.

სხვა სიახლეები
მთავარი
18 მაისი, 2026
გორში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
17 მაისი, 2026
გორში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით