სიახლეები

მთავარი

31 მარტი, 2025

ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის გეგმის შემუშავება დაიწყო

პროექტის „ახალი ჰორიზონტები: ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის და ადგილობრივი მოსახლეობის ჰარმონიული განვითარება“ ფარგლებში ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის გეგმის შემუშავება მიმდინარეობს.
 
მართვის გეგმის მიზანს ტერიტორიის მდგრადი მართვა, ბუნებრივი რესურსების სწორად გამოყენება და ადგილობრივი ფასეულობების შენარჩუნების ხელშეწუყობა წარმოადგენს.
 
სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი მოსახლეობის, ტანისა და თეძმის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, ადგილობრივი მეწარმეები, საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელები და დაინტერესებული მოქალაქეები.
 
პროექტი „ახალი ჰორიზონტები: ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის და ადგილობრივი მოსახლეობის ჰარმონიული განვითარება“ მოიცავს რამდენიმე ძირითად მიმართულებას, მათ შორის ლანდშაფტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის და მეწარმეების სოციალურ-ეკონომიკურ გაძლიერებას,  ეკო-განათლების ხელშეწყობას  და დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის ინსტიტუციურ გაძლიერებას.
 
პროექტს ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ორგანიზაცია People in Need Georgia ახორციელებს.
 

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით