სიახლეები

მთავარი

26 მარტი, 2025

სსიპ ახალგაზრდობის სააგენტო კიდევ ერთ საგრანტო კონკურსს - ,,ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა“ - აცხადებს!

სსიპ ახალგაზრდობის სააგენტო კიდევ ერთ საგრანტო კონკურსს - ,,ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა“ - აცხადებს!
 
საგრანტო კონკურსის მიზანია საინიციატივო ჯგუფების გაძლიერება იმ პროექტების განსახორციელებლად, რომლებიც ემსახურება არაფორმალური განათლების განვითარებას, საზოგადოებრივ და დემოკრატიულ პროცესებში ახალგაზრდების მონაწილეობის ხელშეწყობას, ახალგაზრდების შესაძლებლობების განვითარებას და მათი დასაქმების ხელშეწყობას.
 
საგრანტო პროექტის წარმოდგენის უფლება აქვს რეგიონში მცხოვრებ:
 
არასამეწარმეო იურიდიულ პირს - ახალგაზრდულ ორგანიზაციას;
ფიზიკურ პირს, რომელიც საგრანტო პროექტის განხორციელების მიზნით, საინიციატივო ჯგუფში აერთიანებს რეგიონში მცხოვრებ არანაკლებ ხუთ ახალგაზრდას.
 
კონკურსის საერთო ბიუჯეტია 255 000 ლარი. ერთი საგრანტო პროექტის მაქსიმალური დაფინანსება შეადგენს 15 000 ლარს.
 
საკონკურსო განაცხადები მიიღება 8 აპრილის ჩათვლით, ელექტრონულ ფოსტაზე - grants-2@youthagency.gov.ge.
 
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://emis188-my.sharepoint.com/…/EjwsQogfBNtNk9ZUHhl3vn0…

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით