სიახლეები

მთავარი

21 მარტი, 2025

სიმონ გულედანმა მოსწავლეებს სპორტული ეკიპირება გადასცა

გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა სიმონ გულედანმა საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის რეგიონულ ეტაპზე მოასპარეზე გუნდებს ახალი ეკიპირება გადასცა და მონაწილეებს წარმატებები უსურვა.
ეკიპირება გუნდებისთვის გორის მერიამ შეიძინა.

რეგიონული ეტაპი შიდა ქართლში დაიწყება 22 მარტს, მასში გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის სკოლების გუნდები იასპარეზებენ.
გამარჯვებულები ითამაშებენ ზონალურ და ბოლოს დასკვნით ეტაპზე. ფინალში კი საქართველოში საუკეთესო გუნდები გამოვლინდება.

საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის 2024-2025 წლების სეზონი სექტემბერში დაიწყო და მაისში დასრულდება.

შეჯიბრებები ტარდება სპორტის 7 სახეობაში: მინი - ფეხბურთი, კალათბურთი, ხელბურთი, ფრენბურთი, მძლეოსნობა, ბადმინტონი, მაგიდის ჩოგბურთი.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით