სიახლეები

მთავარი

14 მარტი, 2025

გორში, მდინარე მეჯუდის მარჯვენა სანაპიროზე, ახალი ქუჩის მოწყობა სრულდება

გორში, მდინარე მეჯუდის მარჯვენა სანაპიროზე, ახალი ქუჩის მოწყობა სრულდება.

გოგებაშვილის ქუჩის პარალელური სანაპირო ერთმანეთს პუშკინის ქუჩასა და ცხინვალის გზატკეცილს აკავშირებს, რაც მნიშვნელოვნად განტვირთავს წმინდაწყლის დასახლებაში, ცხინვალის გზატკეცილზე საგზაო მოძრაობას.

პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და გორის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოების ღირებულება 2 მილიონ ლარამდეა.

პროექტით ითვალისწინებდა 1 033 მეტრი ახალი გზის მშენებლობას, საფეხმავლოების, პანდუსების, სანიაღვრე სისტემის, მოაჯირების, საყრდენი კედლის, რეკრეაციული ზონისა და გარეგანათების მოწყობას.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით