სიახლეები

მთავარი

04 მარტი, 2025

სასწავლო კურსი STEAM მიმართულებით

გორის მუნიციპალიტეტის მერია 10 - დან 15 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის ორგანიზაციასთან "Pascal STEAM Community" ერთად ინოვაციურ პროექტს ახორციელებს.
 
მერია მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებს STEAM მიმართულებით სერტიფიცირებული, აკადემიური, ხარისხიანი თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მიღების შესაძლებლობას აძლევს.
 
პროექტის ბენეფიციარები 4 თვიანი კურსის ფარგლებში ისწავლიან კომპიუტერულ პროგრამებს, შექმნიან, ააწყობენ და დააპროგრამებენ რობოტებს.
 
ინიციატივის მიზანია ახალგაზრდების STEAM - ით დაინტერესება, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების თანაბარი ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა და პოპულარიზაცია.
 
რეგისტრაცია შესაძლებელია 12 მარტის ჩათვლით - https://shorturl.at/6TAcI
დაგვიკავშირდით - 568 84 44 88

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით