სიახლეები

მთავარი

21 თებერვალი, 2025

გორში გიდების საერთაშორისო დღე აღინიშნა

გორში გიდების საერთაშორისო დღე აღინიშნა.

გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა მუზეუმებსა და გიდებს პროფესიული თარიღი მიულოცეს და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობისთვის მადლობის სიგელები გადასცეს.

შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალზე და გიდების როლის მნიშვნელობაზე ტურიზმის განვითარებაში.

ღონისძიება გორის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოსა და გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაპტის მართვის სააგენტოს ტურიზმის განყოფილების ორგანიზებით მოეწყო.

გიდების საერთაშორისო დღე 1985 წლიდან მსოფლიოს 100-მდე ქვეყანაში აღინიშნება.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით