სიახლეები

მთავარი

27 იანვარი, 2025

ეტლით თხილამურების ჩემპიონატები

პროექტი "აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა 2025" ბაკურიანში ეტლით თხილამურების ჩემპიონატებით გაიხსნა.
 
გორელმა სამხედრო მოსამსახურემ გუგა ჩიმახიძემ მამაკაცებს შორის, ინდივიდუალურ შეჯიბრებაში პირველი ადგილი დაიკავა და გარდამავალი თასი ერთი წლით მშობლიურ ქალაქში წამოიღო.
 
ქალთა შორის ინდივიდუალურ შეჯიბრებაში გორელი, ტიტულოვანი პარასპორტსმენი ნინო საბაშვილი მეორე საპრიზო ადგილს დასჯერდა.
ჩემპიონატებში მონაწილეობდნენ შშმ პირები, ონკოსაზოგადოების წარმომადგენლები, ომის ვეტერანები და სამშვიდობო მისიებში დაჭრილი ჯარისკაცები.
 
გამარჯვებულებს გადაეცათ მედლები და დიპლომები, ღონისძიების სხვა მონაწილეეებს (60 - მდე) კი სერთიფიკატები.
 
ჩემპიონატს ესწრებოდნენ გორის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები.
 
ღონისძიება „ახალგაზრდული მედიაკავშირის“ ორგანიზებით, გორის, თბილისის, მარნეულის, საგარეჯოს, ოზურგეთის, ზუგდიდის, ტყიბულის, ქუთაისისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტების მერიების თანადაფინანსებით გაიმართა.
 
პროექტის მხარდამჭერები არიან ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, ორგანიზაციები - "აჭარაბეთი", "სოკარი" და "ტოიოტა კავკასია".
 
პროექტი ხელს უწყობს გაეროს 2006 წლის შშმ პირთა უფლებების დაცვის კონვენციის იმპლემენტაციას და მიზნად ისახავს შშმ პირთა საზოგადოებაში თანაბარუფლებრივი მდგომარეობის დამკვიდრებას.

სხვა სიახლეები
მთავარი
18 მაისი, 2026
გორში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
17 მაისი, 2026
გორში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით