გორის მერია სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურეობების დაფინანსებასა და ფულადი დახმარებების გაცემას 2025 წელსაც აგრძელებს.
დახმარებები განკუთვნილია იმ კატეგორიის ბენეფიციარებისთვის, რომელთაც სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურეობების ხარჯებსა და სოციალურ დახმარებებს სახელმწიფო პროგრამები ნაწილობრივ, ან საერთოდ ვერ ფარავს.
ზოგიერთი კატეგორიის ბენეფიციარების დახმარება დიფერენცირებულია სოციალური ქულების მიხედვით.
დახმარებებით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეებს და იმ იძულებით გადადგილებულ პირებს, რომლებიც დროებით ცხოვრობენ გორის მუნიციპალიტეტში.
გორის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის პროგრამები:
ონკოლოგიური პაციენტების დახმარება
სამედიცინო კვლევა
წლის ლიმიტი - 500 ლარი
სტაციონარული მკურნალობა
ონკოლოგიური ავადმყოფების მედიკამენტებით უზრუნვეყოფა
სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სამედიცინო დახმარება (სარეიტინგო ქულა 0-დან 150 000 - ის ჩათვლით)
სტაციონარული მკურნალობა
წლის ლიმიტი - 500 ლარი
უფასო მედიკამენტებით ისარგებლებენ:
ეპილეფსიით დაავადებული პაციენტები;
პარკინსონიზმით დაავადებული პაციენტები;
თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლით დაავადებულ პირები (სარეიტინგო ქულა 0-დან 150 000 - ის ჩათვლით)
შაქრიანი დიაბეტი ტიპი II-ით (ინსულინდამოუკიდებელი) დაავადებულ პირები (სარეიტინგო ქულა 0-დან 150 000 - ის ჩათვლით)
ბრონქიალური ასთმით დაავადებულ ადამიანები (სარეიტინგო ქულა 0-დან 150 000 - ის ჩათვლით)
ფარისებრი ჯირკვლის დაავადების მქონე ადამიანებს (სარეიტინგო ქულა 0-დან 150 000 - ის ჩათვლით)
თვალის ქრონიკული დაავადება (გლაუკომა) სამედიცინო კოდი H40 დან. – H42 ჩათვლით; H42* (სარეიტინგო ქულა 0-დან 150 000 - ის ჩათვლით)
სხვადასხვა დაავადების მქონე ადამიანების სამედიცინო დახმარება
იშვიათი დაავადებების მქონე ადამიანები
ცერებრალური დამბლის მქონე ადამიანები
დაუნის სინდრომის მატარებელი მოქალაქეები
არომატული ამინომჟავების მეტაბოლიზმის დარღვევების მქონე ადამიანები
კანის ქრონიკული (თანდაყოლილი იქთიოზი ICD Q80), დაავადების მქონე
ჰიდროცეფალიით დაავადებული ადამიანები
ოჯახური ხმელთაშუაზღვის ცხელებით დაავადებული ადამიანები
აუტიზმის სპექტრის მქონე (F84.0; F84.1; F84.9;) ბავშვების (0-დან 18 წლამდე) სამედიცინო დახმარება
სკოლიოზით დაავადებული ბენეფიციარების სამკურნალო-სარეაბილიტაციო დახმარება
II და III ხარისხის სკოლიოზით დაავადებული ბენეფიციარებისთვის საცურაო-გამაჯანსაღებელი კურსი საცურაო აუზზე. (არაერთჯერადი ფულადი დახმარება; სარეიტინგო ქულა 0-დან 120 000-ის ჩათვლით;).
ძალადობის შედეგად ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის საჭიროების მქონე ბავშვების ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის კურსების დაფინანსება
ცელიაკიით (ICD K90.0) და ფენილკეტონურიით (ICD E70.0; E70.1) დაავადებული ადამიანების სარეაბილიტაციო კურსის დაფინანსება (არაერთჯერადი)
გაფანტული სკლეროზით (რეციდიული-რემისიული-პროგრესივი ფორმა EDSS4.0) დაავადებული პირების მედიკამენტების დაფინანსება (ლიმიტის ამოწურვამდე)
გორის მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამები:
სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის ღირებულების დაფინანსება (სარეიტინგო ქულა: 0-დან 120 000 ჩათვლით; ფინანსდება სახელმწიფო გრანტის არ მქონე, 50% და 70% გრანტის მქონე სტუდენტი).
წელიწადში ერთხელ - 500 ლარი;
ოლიმპიურ სახეობებში საქართველოს ნაკრების მოქმედ, სოციალურად დაუცველი (ქულა: 0-დან 120 000 ჩათვლით) სპორტსმენების დახმარება
წელიწადში ერთხელ - 500 ლარი;
მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტების დახმარება, რომლებიც 2025 წელს ჩაირიცხებიან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებულ პროგრამებზე, საბაკალავრო საფეხურზე სწავლის განმავლობაში დახმარება გაეწევათ ერთჯერადად.
მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტების დახმარება, რომლებიც 2025 წელს ჩაირიცხებიან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებულ პროგრამებზე, საბაკალავრო საფეხურზე სწავლის განმავლობაში დახმარება გაეწევათ ერთჯერადად.
შშმ სტატუსის მქონე სტუდენტები, რომლების 2025 წლამდე სწავლობდნენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტებულ პროგრამებზე და სარგებლობდნენ გორის მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამით, ისინი საბაკალავრო საფეხურის დასრულებამდე მიიღებენ დახმარებას.
დედ-მამით ობოლი ბავშვებისა (0-დან 18 წლამდე) და იმ ბავშვების (0-დან 18 წლამდე) დახმარება, რომელთა მშობლებსაც შეზღუდული აქვთ მშობლის უფლება-მოვალეობები.
წელიწადში ერთხელ - 1000 ლარი;
ბუნებრივი მოვლენებითა და ხანძრით დაზარალებული ოჯახების დახმარება (მხოლოდ საცხოვრებელი ფართის დაზიანების შემთხვევაში)
წელიწადში ერთხელ - არაუმეტეს 6000 ლარისა (ზარალის რაოდენობის გათვალისწინებით);
საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა (ვეტერანთა) ოჯახებისა და ომის მონაწილეების დახმარება
წელიწადში ერთხელ - 400 ლარი;
საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა შშმ ვეტერანების დახმარება
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით (26 მაისი) - 300 ლარი;
მეორე მსოფლიო ომის მონაწილეების დახმარება ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით - 300 ლარი;
საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების დახმარება "ვეტერანის დღესთან" დაკავშირებით (17 ოქტომბერი) – 200 ლარი;
წლის განმავლობაში ვეტერანების დახმარება შეადგენს 1000 ლარს;
დახმარება მე-3 შვილის შეძენისას (სარეიტინგო ქულა 0 - დან 120 000 - მდე; სამივე შვილი 0-დან 18 წლამდე)
დახმარება მე-3 შვილის შეძენისას (სარეიტინგო ქულა 120 000 - დან 150 000 - მდე; სამივე შვილი 0-დან 18 წლამდე)
4 შვილიანი ოჯახების დახმარება (ოთხივე შვილი 0-დან 18 წლამდე; ერთ-ერთი მშობელი და შვილები უნდა იყვნენ რეგისტრირებულნი გორის მუნიციპალიტეტში)
წელიწადში ერთხელ - 500 ლარი;
5 და მეტშვილიანი ოჯახების დახმარება (ყველა შვილი 0-დან 18 წლამდე; ერთ-ერთი მშობელი და შვილები უნდა იყვნენ რეგისტრირებულნი გორის მუნიციპალიტეტში)
ასი და მეტი წლის ასაკის უხუცესების დახმარება
წელიწადში ერთხელ - 1000 ლარი;
სოციალურად დაუცველი მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე მომქალაქეების დახმარება, რომელთაც ჰყავთ 18 წლამდე ასაკის შვილი/შვილები (0-დან 18-წლამდე)
სარეიტინგო ქულა 0-დან – 150 000 ის ჩათვლით
ოჯახში ძალადობის მსხვერპლების (ბენეფიციარების) დახმარება
წელიწადში ერთხელ - 300 ლარი;
უსახლკაროდ დარჩენილი მიუსაფარი ადამიანების ქირით უზრუნველყოფა
თვეში 200 ლარის ოდენობით;
მკვეთრად გამოხატული (უსინათლო) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დახმარება
წელიწადში ერთხელ - 350 ლარი;
მნიშვნელოვნად გამოხატულ (უსინათლო) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დახმარება (სარეიტინგო ქულა 0-დან 150 000-ის ჩათვლით)
წელიწადში ერთხელ - 300 ლარი;
დიალიზზე მყოფი ადამიანების დახმარება
წელიწადში ერთხელ - 500 ლარი;
სმენადაქვეითებული (ყრუ-მუნჯობა ICD H-90.6; H-91.9) ადამიანების დახმარება
წელიწადში ერთხელ - 300 ლარი;
2023 წლის 1 იანვრიდან სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან განთავისუფლებული ყოფილი მსჯავრდებულების დახმარება
წელიწადში ერთხელ - 300 ლარი;
2023 წლის 1 იანვრიდან სახელმწიფი ზრუნვიდან გასული სრულწლოვანი (არაუმეტეს 21 წლისა) მოქალაქეების დახმარება
წელიწადში ერთხელ - 350 ლარი;
ცერებრალური დამბლით, დაუნის სინდრომით, გლუტენის დაავადებით (ცელიაკია ICD K90.0), ფენილკეტონურიით, ჰიდროცეფალიით და ოჯახური ხმელთაშუაზღვის ცხელებით დაავადებული ადამიანების სოციალური დახმარება
წელიწადში ერთხელ - 500 ლარი;
რეინტეგრაციაში მყოფი ბავშვების დახმარება თანადაფინანსებით
თითოელ ბავშვზე თვეში - 100 ლარი;
გორის მუნიციპალიატეტის ინფრასტრუქტურული თანადაფინანსების პროგრამებით სარგებლობისას ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისა და ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მესაკუთრეთა გაერთიანებების სოციალურად დაუცველი წევრების წილის დაფინანსება.
მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება მოსახლეობის ხუთ კატეგორიას გაეწევა.
გორის მერია უზრუნველყოფს დევნილების, ომის ვეტერანების და იმ ოჯახების წევრების სარიტუალო ხარჯების დაფინანსებას, რომლებიც სარგებლობენ მერიის ქირავნობის პროგრამით და უწყების მიერ უზრუნველყოფილნი არიან დროებითი საცხოვრებელი ფართებით.
უპატრონო მიცვალებულების სარიტუალო მომსახურეობის უზრუნველყოფა