დღე : 13
ღამე : 2
კონტაქტი

სიახლეები

მთავარი

14 ოქტომბერი, 2024

გორს დამეგობრებული ქალაქებიდან დელეგაციები სტუმრობდნენ

გორის მთავარ დღესასწაულს ,,გორის დღე 2024“ გორთან დამეგობრებული მუნიციპალიტეტების ოჟიშისა (პოლონეთი) და ბიალისტოკის (პოლონეთი) წარმომადგენლები დაესწრნენ.

ვიზიტის ფარგლებში უცხოელი სტუმრები გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელს სიმონ გულედანსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრისას მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

გორის მუნიციპალიტეტის მერიას დამეგობრებულ მუნიციპალიტეტებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, არაერთი პროექტი აქვს განხორციელებული, მათ შორის კულტურის, სპორტის, გამოცდილების გაზიარების, სკოლამდელი აღზრდისა თუ ახალგაზრდული მიმართულებებით.

საქმიან ვიზიტთან ერთად ოჟიშისა და ბიალისტიკოს დელეგაციებმა მონაწილეობა მიიღეს ,,გორის დღე 2024-ის“ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში, დაათვალიერეს ადგილობრივი მეწარმეების პროდუქცია, გაეცნენ ღვინის წარმოების ტრადიციას, ქართულ სამზარეულოსა და ფოლკლორულ ცეკვებს.

გარდა ამისა, სტუმრებმა გორის მუნიციპალიტეტის პოტენციალის გასაცნობის მიზნით უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალი დაათვალიერეს და ასევე, გორის ხალხური რეწვის სასწავლო მინი გალერეაში იმყოფებოდნენ , სადაც ფარდაგების ქსოვისა და თექის დამუშავების მასტერკლასები ჩაუტარდათ.

გორის მუნიციპალიტეტის მერია დამეგობრებულ ქალაქებთან თანამშრომლობას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 თებერვალი, 2026
მე-2 საჯარო სკოლის სპორტული მოედანის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება

სამუშაოების ღირებულება 118 000 ლარზე მეტს შეადგენს. თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში.

გაიგე მეტი
მთავარი
12 თებერვალი, 2026
2026 წლის 1 თებერვლიდან მშენებლობასთან დაკავშირებული ყველა განაცხადისა და დოკუმენტაციის ელექტრონულად წარდგენა სავალდებულო ხდება

ახალი სისტემა უზრუნველყოფს მომსახურების გამარტივებას, დროისა და რესურსების დაზოგვასა და ინფორმაციის საჯარო ხელმისაწვდომობას.

გაიგე მეტი
მთავარი
09 თებერვალი, 2026
გორმა ცოტნე ბარამიძის სახელობის მემორიალურ ტურნირს უმასპინძლა

ტურნირის დაწყებამდე საბერძნეთის, ისრაელის, სომხეთისა და ყაზახეთის გუნდებს მონაწილეობისთვის სპეციალური სიგელები გადაეცათ.

გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით