სიახლეები

მთავარი

24 სექტემბერი, 2024

გორის სპორტულ სკოლას ახალი ინვენტარი გადაეცა

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ გორის მუნიციპალიტეტს სპორტული ინვენტარი გადასცა.
 
მუნიციპალიტეტებისთვის ინვენტარის გადაცემას საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია, პარლამენტის წევრი დიმიტრი ხუნდაძე, გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი სიმონ გულედანი, სპორტსმენები, მწვრთნელები და სპორტული სკოლის აღსაზრდელები ესწრებოდნენ.
 
სამინისტრომ გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს უსაფრთხოების ლეიბები, ხელსაჭიდები და შტანგის ღერძი გადასცა.
 
„მაღალმთიან დასახლებებში სპორტის სფეროში დასაქმებული მწვრთნელებისათვის ფინანსური დახმარებისა და სპორტის განვითარების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამის “ ფარგლებში 2023 წელს სამინისტროს თანამშრომლების ჯგუფმა 25 მაღალმთიან მუნიციპალიტეტში მწვრთნელებისა და მათი მოსწავლეების საჭიროებების შესწავლის მიზნით კვლევა ჩაატარა.
 
მონიტორინგის შედეგების საფუძველზე, მასობრივი სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით, სამინისტრომ შეისყიდა შესაბამისი ეკიპირება და სპორტული ინვენტარი.
 
სამინისტროს მიერ გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში 25 მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლებისა და დაწესებულებებისთვის, ასევე, სპორტული ფედერაციებისთვის კომპანიამ შეისყიდა 3 788 620 ლარი ღირებულების 8 355 ერთეული სხვადასხვა სახის სპორტული ინვენტარი და ეკიპირება, რომლებიც მუნიციპალიტეტებს ეტაპობრივად გადაეცემათ.

სხვა სიახლეები
მთავარი
18 მაისი, 2026
გორში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
17 მაისი, 2026
გორში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით