სიახლეები

მთავარი

27 სექტემბერი, 2024

სოხუმის დაცემის დღიდან 31 წელი გავიდა

27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა.
 
გორში ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.
მემორიალთან შეიკრიბნენ აფხაზეთის ომში მონაწილე ვეტერანები.
 
ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მათთან ერთად კიდევ ერთხელ გაიხსენეს 31 წლის წინ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენები და პატივი მიაგეს უთანასწორო ბრძოლაში დაღუპულთა სულების ხსოვნას.
"დღეს შევიკრიბეთ და პატივს მივაგეთ ჩვენს გმირებს.
 
სოხუმის დაცემის დღე ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა საქართველოს უახლეს ისტორიაში.
 
31 წელი გავიდა, მაგრამ ყველას კარგად გვახსოვს ომის შედეგად დაკარგული ტერიტორიები და მშობლიური მიწიდან დევნილი უამრავი ადამიანი.
 
აფხაზეთი საქართველოს ნაწილია და მჯერა, რომ მალე დადგება ის დღე, როდესაც ჩვენ დავიბრუნებთ ტერიტორიებს და ვიცხოვრებთ ძლიერ საქართველოში." - აღნიშნა გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა სიმონ გულედანმა.
 
სოხუმის დაცემის 31 - ე წლისთავთან დაკავშირებით გორში დაშვებულია საქართველოს სახელმწიფო დროშები.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით