სიახლეები

მთავარი

16 სექტემბერი, 2024

ახალი სასწავლო წელი დაიწყო

გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.

თამაზ შიოშვილი გორის მე-2 საჯარო სკოლაში შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილესთან სიმონ გულედანთან და გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელთან გიორგი ბერძნიშვილთან ერთად იმყოფებოდა.

„მოგესალმებით, ჩემო პატარებო, მასწავლებლებო, მშობლებო!

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. განსაკუთრებით ვულოცავ პირველკლასელებს.

დღეს სასწავლო პროცესი განახლდა მუნიციპალიტეტის სააღმზრდელო დაწესებულებებშიც. დღევანდელ დღეს ვულოცავ, ასევე საბავშვო ბაღების პედაგოგებსა და მათ აღსაზრდელებს.

გისურვებთ წინსვლას, წარმატებას და ბედნიერ მომავალს.

გორის მუნიციპალიტეტის მერია სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობით ყველაფერს აკეთებს თითოეული მოზარდისთვის ხარისხიანი განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფად." - განაცხადა გორის მერის მოადგილემ.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით