სიახლეები

მთავარი

03 სექტემბერი, 2024

გურამიშვილის ქუჩაზე ბულვარი გაიხსნა

გორში, დავით გურამიშვილის ქუჩაზე ბულვარი გაიხსნა.
ახალი დასასვენებელი სივრცე ძველი ხიდიდან „ახალბაღამდე“ მოეწყო.
 
ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოქალაქეები.
 
საღამოს მუსიკალურად აფორმებდა ადგილობრივი ჯგუფი "კანუდოსი". დასასვენებელ სივრცეში წარმოდგენილი იყო ძველი გორის ფოტოები. ღონისძიებაზე მოსულ პატარებს სამხატვრო სკოლის მოსწავლეები სახის მოხატვას სთავაზობდნენ. ბულვარში მოქალაქეებს მე-19 საუკუნის კოსტიუმებში გამოწყობილ გორის თეატრის მსახიობებთან ფოტოების გადაღებაც შეეძლოთ. სტუმრებს მეთევზეებთან ერთად ანკესებით თევზაობის საშუალებაც ჰქონდათ.
სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.
 
პროექტის ფარგლებში მოეწყო გარეგანათება, სარწყავი და სანიაღვრე სისტემები, ტროტუარები, ველობილიკები, გამწვანების ზოლი, ბეტონის დეკორატიული ფერადი ფილები, სკამები და ურნები.
 
ბულვარის მშენებლობამდე „ახალბაღიდან“ ძველ ხიდამდე, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მოეწყო რკინა - ბეტონის საყრდენი კედელი, გურამიშვიულის ქუჩის აღნიშნულ მონაკვეთზე კი რეაბილიტირდა საგზაო ინფრასტრუქტურა.

სხვა სიახლეები
მთავარი
18 მაისი, 2026
გორში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
17 მაისი, 2026
გორში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით