სიახლეები

მთავარი

23 აგვისტო, 2024

ტანისა და თეძმის დაცული ტერიტორიების საზღვრებში ნადირობა და თევზჭერა აკრძლალულია

2024 წლის 24 აგვისტოს გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი იხსნება.

სეზონის გახსნის მიუხედავად ტანისა და თეძმის დაცული ტერიტორიების საზღვრებში: ნადირობა, თევზჭერა, შინაური ცხოველის თანხლებით გადაადგილება, ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილება, ხელნაკეთი მოწყობილობებით ( ე.წ მანოკი) ნადირობა და გადაადგილება აკრძალულია

ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში კანონდამრღვევი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლით იქნება დაჯარიმებული.

ასევე მოგიწოდებთ, დაემორჩილოთ დაცული ტერიტორიების თანამშრომლების და რეინჯერთა კანონიერ მოთხოვნებს.

დაუმორჩილებლობის შემთხვევაში გატარდება კანონით განსაზღვრული შესაბამისი ზომები.

დაცული ტერიტორიები წარმოადგენს – ადგილს დადგენილი საზღვრებით, სადაც კანონმდებლობა იცავს სახეობებს, ბუნებრივ რესურსებსა და კულტურულ მემკვიდრეობას.
2023 წლის 1 იანვარს ძალაში შევიდა კანონი ტანისა და თეძმის დაცული ტერიტორიების შექმნის შესახებ, რის შემდეგაც გორის მუნიციპალიტეტის მერია განისაზღვრა ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის ორგანოდ.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით