გორელმა ნიკოლოზ მაისურაძემ ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატებზე - ვერცხლის მედლები მოიპოვა
გილოცავთ, გორმა თავისუფალი სტილით მოჭიდავემ ნიკოლოზ მაისურაძემ (80 კგ) 17 წლამდელებს შორის 2024 წლის ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატებზე - ვერცხლის მედლები მოიპოვა!
ნიკამ, ჯერ ივნისში, სერბეთის ქალაქ ნოვი სადში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე აიღო ვერცხლის მედალი, გუშინ კი იორდანიის ქალაქ ამანში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე კვლავ იგივე სინჯის მედლით დაასრულა ასპარეზობა.
აღსანიშნავია, რომ ის ორი წლის წინ ევროპის ბრინჯაოს პრიზიორი იყო 17 წლამდელებს შორის. გარდა ამისა, რამდენჯერმე მოგებული აქვს საქართველოს ჩემპიონატი და საერთაშორისო ტურნირები.
ნიკოლოზ მაისურაძე - გორის ნუგზარ სხირელის სახელობის ჭიდაობის სკოლის აღზრდილია, მწვრთნელი (არჩილ ბარამიძე).
ვულოცავთ სპორტსმენს, მწვრთნელს და ჭიდაობის სკოლას საერთაშორისო არენაზე მოპოვებულ მორიგ მედალს!ელ