სიახლეები

მთავარი

07 აგვისტო, 2024

2008 წლის აგვისტოს ომიდან 16 წელი გავიდა

“კიდევ ერთხელ გავიხსენეთ 2008 წლის აგვისტო და პატივი მივაგეთ იმ ადამიანების ხსოვნას, ვინც რუსეთ - საქართველოს ომს შეეწირა. 16 წლის წინ გორმა მძიმე დღეები გამოიარა. ყოველთვის ვიამაყებთ ჩვენი გმირებით. ქედს ვიხრი ყველას წინაშე. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყანა მალე დაიბრუნებს დაკარგულ ტერიტორიებს.“ - გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი.

გორში, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალთან სანთლების ტრადიციული აქცია მოეწყო.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს და პატივი მიაგეს გარდაცვლილთა ხსოვნას.

მემორიალის მიმდებარედ დაიდგა ინსტალაცია, სადაც გამოსახული იყო აგვისტოს ომში დაღუპული, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლი ჯარისკაცების სახელები და გვარები.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით