ხელისუფლების წარმომადგენლებმა რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა მემორიალები გვირგვინებით შეამკეს.
ისინი დაესწრნენ რუსეთ - საქართველოს ომში დაღუპულთა სულების მოსახსენიებელ პანაშვიდსაც, რომელიც გორისა და ატენის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრიამ გადაიხადა.
აგვისტოს ომიდან 16 წელი გავიდა. საომარი მოქმედებების დროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა.