სიახლეები

მთავარი

02 აგვისტო, 2024

2024 წლის სექტემბრიდან, კურსდამთავრებულების 4 თვიანი ანაზღაურებადი სამთავრობო პროგრამა იწყება

2024 წლის სექტემბრიდან, კურსდამთავრებულების 4 თვიანი ანაზღაურებადი სამთავრობო პროგრამა იწყება.
გორის მუნიციპალიტეტში სტაჟირების გავლის მსურველთა განაცხადების მიღება დაიწყო. რეგისტრაცია 2 - დან 8 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.
კონკურსი 2 ეტაპად განხორციელდება:
განაცხადების მიღება და გადარჩევა
გასაუბრება
პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების იმ სტუდენტებს რომლებიც:
სწავლობენ უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (დამამთავრებელი სასწავლო წლის შემთხვევაში),
სწავლობენ მეორე საფეხურზე
დასრულებული აქვთ უმაღლესი განათლების პირველი ან მეორე საფეხური 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში.
კანდიდატთა შერჩევის დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კრიტერიუმი იქნება სტუდენტის აკადემიური მოსწრება. გასაუბრებისას თანაბარი კანდიდატების შემთხვევაში უპირატესობა უმაღლესი მოსწრების აპლიკანტს მიენიჭება.
პროგრამაში მონაწილეობისთვის დაინტერესებულმა პირებმა რეგისტრაცია საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე - HR.GOV.GE.
განაცხადების ბმულები იხილეთ - https://gori.gov.ge/index.php?m=397

 

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით