სიახლეები

მთავარი

02 აგვისტო, 2024

ბაკურიანის ბანაკმა გორელი ახალგაზრდების პირველ ნაკადს უმასპინძლა

ბაკურიანის ,,საზაფხულო ბანაკმა" გორელი ახალგაზრდების პირველ ნაკადს უმასპინძლა.

50 მოზარდი 5 დღის განმავლობაში ესწრებოდა ტრენინგებს ეფექტური კომუნიკაციის, პროფესიული ორიენტაციის, კარიერის დაგეგმვის, ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის, პროექტების წერის, ციფრული უსაფრთხოებისა და სხვა აქტუალური თემების შესახებ.

გარდა შემეცნებითი აქტივობებისა,პროექტის ფარგლებში ისინი ჩართულები იყვნენ კულტურულ, სპორტულ და გასართობ აქტივობებშიც.

პროექტის მიზანია თვითმმართველობის პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობის ზრდის ხელშეწყობა.

ბანაკი კონკურსის წესით შერჩეულ 16-დან 20 წლის ასაკის კიდევ 100 ახალგაზრდას უმასპინძლებს. ისინი საზაფხულო ბანაკში ორ ნაკადად გაემგზავრებიან.

პროექტი, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის მერის ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ინიციატივით მესამე წელია ხორციელდება, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

სხვა სიახლეები
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მთავარი
25 აპრილი, 2026
საინფორმაციო შეხვედრა
გაიგე მეტი
მთავარი
24 აპრილი, 2026
შეჯიბრება ბოულინგში
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით