სიახლეები

მთავარი

31 ივლისი, 2024

გორელ ახალგაზრდებს ინოვაციურმა საზაფხულო ბანაკმა უმასპინძლა

გორელ ახალგაზრდებს "TECHSKILLS BOOTCAMP 2024" საზაფხულო ბანაკმა უმასპინძლა.

15 - დან 19 წლამდე მოზარდები ბაკურიანში ხუთი დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ.

პროექტის ფარგლებში ბანაკის მონაწილეები, რომლებიც კონკურსის წესით შეირჩნენ, ესწრებოდნენ სასწავლო კურსებს Web/Mobile Development მიმართულებით და მონაწილეობდნენ სამუშაო შეხვედრებში.

გარდა ამისა, ახალგაზრდებმა წარმოადგინეს საკუთარი იდეები. ორ საუკეთესო იდეის ავტორს გადაეცა პრიზები.

პროექტი კასპის ტექნოპარკის ორგანიზებით, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, კასპის, გორის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების თანადაფინანსებით განხორციელდება.

"TECHSKILLS BOOTCAMP 2024" რიგით მესამე საზაფხულო ბანაკია, რომელიც მიმდინარე წელს გორელი ახალგაზრდებისთვის გორის მერიის მხარდაჭერით მოეწყო.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით